გიორგი მარგველაშვილი

მარგველაშვილი: ის რომ საქართველოს არ აქვს ევროატლანტიკური პერსპექტივა, რუსეთის პროპაგანდაა

მსოფლიო რუკა, რომელიც რუსეთში იბეჭდება, რადიკალურად განსხვავდება იმათგან, რომელიც გამოიცემა თბილისში, ვაშინგტონსა თუ ბრიუსელში. ჩვენ რეგიონის გეოპოლიტიკას სხვადასხვა ფერში ვხედავთ. ამ ასპექტში საქართველო იმარჯვებს, რადგან ფაქტობრივად რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაში მოკავშირეები არ ჰყავს. მაგრამ დიპლომატიურ ფრონტზე რუსეთი ძალიან ცდილობს და ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე გამარჯვებაც კი აქვს.

ჩვენთან სტაბილური სიტუაციაა, რადგან იმ სახელმწიფოების რიცხვი იზრდება, ვინც საქართველოს მხარს უჭერს. ის ფაქტი, რომ თითქოს საქართველოს არა აქვს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა რუსეთის პროპაგანდა. ეს პროპაგანდა ეფუძნება პრინციპს "ჩვენ აქ ვართ და ძალა გვაქვს". თუმცა, სწორედ ამაში მდგომარეობს როგორც ქართული საზოგადოების, ასევე პოლიტიკური ლიდერების როლი - იმის თქმა, რომ მიუხედავად იმისა რომ თქვენს მხარესაა ძალა, ჩვენ მხარეს სიმართლეა. ამ სიმართლით მოვდივართ საუკუნეების განმავლობაში და კიდევ გავიტანთ. 

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი BBC-ის რუსულენოვან ბიუროსთან ინტერვიუში.

კომენტარები