რესპუბლიკური პარტია

რესპუბლიკური პარტია გაერთიანებული ოპოზიციის აქციას არ უერთდება

რესპუბლიკური პარტია არ უერთდება გაერთიანებული ოპოზიციის მიერ კვირას დაანონსებულ აქციას, თუმცა სოლიდარულია "ძალა ერთობაშია"-ს მოთხოვნების მიმართ. 

პარტიის თავჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ იზიარებს გაერთიანებული ოპოზიციის შეხედულებას საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით. 

"გაგვაცნეს საკუთარი ინიციატივები, თუ რა ინიციატივებით გამოვა გაერთიანებული ოპოზიცია, თუ რა მოთხოვნები ექნება მას ხელისუფლების მიმართ. ჩვენ ამ მოთხოვნებში ვართ მათთან სოლიდარული, ვეთანხმებით. ძირითადი თემა არის საარჩევნო გარემო, საარჩევნო პროცედურები, საარჩევნო სისტემა, რაც ძირეულად შესაცვლელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივებში და მხარს დავუჭერთ მომავალშიც. გაერთიანებული ოპოზიცია ხვდება თავის მხარდამჭერებს და რა თქმა უნდა, ჩვენც სოლიდარობას ვუცხადებთ ამ ადამიანებს, გაერთიანებულ ოპოზიციას, მათ შორის, მოთხოვნებს, რომელიც აქ გაჟღერდება. ქუჩაში ამ აქციაზე რესპუბლიკელები არ ვიქნებით, თუმცა ამ ინიციატივებში მხარს დავუჭერთ,"- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის თავჯდომარემ. 

კომენტარები