არჩევნები 2018

ეუთო: 1-ლმა არხმა "ოცნების" მხარდაჭერა და ენმ-ის მიმართ მიკერძოება გამოავლინა

ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების II ტური შეაფასა.

მედია ერთ-ერთი კომპონენტი იყო, რომლის მიმართაც ორგანიზაციას შენიშვნები აქვს.

კერძოდ: 

"საჯარო მანდატის, სამართლებრივი ვალდებულებებისა და საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა მკვეთრად გამოავლინა თავისი მიკერძოებულობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და მისი კანდიდატის წინააღმდეგ. ამავე დროს ქართული ოცნების და მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მხარდაჭერა გამოხატა.

მიუხედავად იმისა, რომ არხმა სამართლიანად გადაანაწილა ახალი ამბების გაშუქების დრო და შესაბამისად დაახლოებით 30-30 პროცენტი დაუთმო ორივე პარტიას, გაშუქების ტონი მკვეთრად განსხვავდებოდა და უმეტესად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ ნეგატიური იყო. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა და ტელეკომპანია იმედმა პოლიტიკური სიახლეების გაშუქებისთვის განკუთვნილი საეთერო დროის ერთი მეოთხედი მთავრობის აქტივობების გაშუქებას და მთავრობის მიერ ინიცირებულ სამომავლო სოციალურ პროგრამებს დაუთმო.

აჭარის ტელევიზიის გაშუქება უმეტესწილად ნეიტრალური იყო, თუმცა არხმა ქართულ ოცნებასა და მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ბევრად მეტი დრო დაუთმო, შესაბამისად 27 და 4 პროცენტი მაშინ, როცა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მხოლოდ 19 პროცენტი დაეთმო", - წერია ეუთოს ანგარიშში

კომენტარები