ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 2.8 თეთრით, ხოლო ევროსთან - 4.4 თეთრით გაუფასურდა

ლარი დოლართან 2.85 თეთრით, ხოლო ევროსთან - 4.41 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.6896 ლარია, ერთი ევროსი - 3.0543 ლარი.

საქართველოს ეროვნული ვალუტა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთანაც გაუფასურდა.

ლარმა განსაკუთრებული ტემპით გაუფასურება ორი თვის წინ დაიწყო. ამ დროის მანძილზე, საქართველოს ეროვნულ ბანკს ლარის გასამყარებლად ინტერვენციები არ განუხორციელებია. პირიქით, სებ-მა 9 და 16 ნოემბერს 10-10 მილიონი დოლარი შეისყიდა.

ამ დროის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული ვალუტა მხოლოდ რამდენჯერმე გამყარდა. 

კომენტარები