არჩევნები 2018

მინდიაშვილი: "გულისრევის" პაკეტი არის ის, რამაც ვაშაძის მოგებას ბევრისთვის დაუკარგა აზრი

ძალიან კარგად უნდა გააცნობიეროს ოპოზიციამ, რომ თავმოყვარეობის დაკარგვა, ტალახში ჩაყუდება - ქართული მარშად, ინაშვილად თავის მოჩვენების სტრატეგია, მიზანმიმართული ქსენოფობია, ანტისემიტიზმი, ნარკომანების პედოფილებად შერაცხვა, ნათლიმირონობის სამარცხვინო და უაზრო ლაბირინთში გახლართვა, საპატრიარქოსთან, იობთან ჩალიჩი, ოქუაშვილი, ოქრუაშვილი, გაბედავა და ის მეორე აყლაყუდა რო არი, გვარი არ მახსოვს, საბჭოთა ჩინოვნიკობით თავმოწონება, ბანკებზე თავდასხმა, ვითომ ტროცკისტობა და უგოჩავესობა არის მთავარი მიზეზი, რის გამო ბევრმა, წესითა და რიგით, ივანიშვილის მოწინააღმდეგემ, გადაიფიქრა არჩევნებზე მისვლა, ან სულაც ხმა მისცა ზურაბიშვილს, სწორედ ეს "გულისრევის" პაკეტი არის ის, რამაც ვაშაძის მოგებას ბევრისთვის დაუკარგა აზრი, გაუუცხოვა და უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო თვით ერთგული ამომრჩეველიც კი, მაშინ როდესაც, პირიქით, საპატრიარქო, კვიციანი და ქუჩა, ლოგიკურად, ბუნებრივად, მამობრივად შეიტკბო და შიესისხლხორცა იმ ბრძენმა კაცმა

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი არჩევნების პირველადი შედეგების შესახებ Facebook-ზე წერს.

კომენტარები