საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობამ 56.23% შეადგინა. ეს 1 975 845 ამომრჩეველია. ცესკოს ინფორმაციით, ამ მონაცემებში არ შედის საზღვარგარეთ გახსნილი უბნები.
პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 46.74%-იყო - 1 637 956 ამომრჩეველი.
დღეს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რიცხვი პირველ ტურზე მისულთა რიცხვზე 337 889-ით მეტია.
ყველაზე მაღალი აქტივობა იყო ქედაში - 72,73%
ყველაზე დაბალი აქტივობა წალკაში - 43,12%.
ეგზიტპოლები წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.