ძალიან მადლიერი ვარ ყველასი, ვინც მთელ ამ პერიოდის განმავლობაში გვერდით მედგა, ჩემი თანამებრძოლები, თანამოაზრეები, თითოეული ჩემი მხარდამჭერი, მთელი საზოგადოება, რომელმაც თავისი სიტყვა თქვა, მადლიერი ვარ იმ პარტიის, რომელმაც მხარი დამიჭირა, ქართული ოცნების, მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი შვილების, რომლებმაც კიდევ უფრო განმიმტკიცეს რწმენა, რომ არასოდეს არ უნდა დანებდე, არ უნდა შეგეშინდეს, უნდა მოითმინო, მაგრამ არ უნდა დათმო ის, რაც მთავარია, მთავარი პრინციპები, მთავარი მიზანი ამ ცხოვრებაში და ეს მიზანი ჩემი კი არა, ეს არის, ჩვენი, ყველასი, ერთიანი მიზანი, რომელსაც შევუდგებით ძალიან მალე და მივაღწევთ ამ მიზანს - თანამედროვე, განვითარებული, გაძლიერებული და როგორც უკვე ვთქვი, გაღიმებული საქართველო, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს
არჩევნები 2018
ზურაბიშვილი: მადლიერი ვარ საზოგადოების, მადლიერი ვარ იმ პარტიის, რომელმაც მხარი დამიჭირა
tbl.ge/3avo
დაკოპირდა
ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატმა ეგზიტპოლების მერე პირველი კომენტარი გააკეთა. ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს ხმების 58% აქვს, ხოლო რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად - 55%.
ამავე თემაზე
- ელისაშვილი შავგულიძეზე: ჩვენ არ გვყავს ყმები, რომ ვუთხრათ, ჰაიტ, ამას მიეცით ხმა
- კახაძე: იმედია, მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით
- სტოლტენბერგი არჩევნებზე: ძალიან გვსურს, გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები
- პრეზიდენტი: II ტურის წინ ენმ-ის წინააღმდეგ კამპანიას არც ვეთანხმებოდი, არც ვეწინააღმდეგებოდი
- მალმსტრომი: პასუხი უნდა გაეცეს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს