არჩევნები 2018

მელია: რა მხარდაჭერაც უნდა ქონდეს ერთ პარტიას, არავის აქვს შეუთანხმებელი განცხადების უფლება

ყველაფერს გადაწყვეტს გაერთიანებული ოპოზიცია ერთობლივად, კონსენსუსის საფუძველზე. ჩვენ ტყუილად კი არ ვსაუბრობდით, რომ ეს გაერთიანებული ოპოზიციაა, მოვითათბირებთ, ძალიან ბევრი სუბიექტია გაერთიანებული. რაც უნდა დიდი მხარდაჭერით სარგებლობდეს ცალკე აღებული ერთი პარტია, ეს არ აძლევს არავის იმის უფლებას, რომ შეუთანხმებლად გავაკეთოთ განცხადება. დარწმუნებული ვარ ერთ აზრზე ჩამოვყალიბდებით, აქ არ იქნება ორი და სამი პოზიცია. ყველამ ერთად დავინახეთ რა ხდებოდა და როგორ იქცეოდა კრიმინალური ხელისუფლება. მათ თუ გონიათ ეს, რასაც ისინი ჩადიან, არის გამარჯვება, ძალიან ცდებიან

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა

კომენტარები