არჩევნები 2018

ვაშაძე: ამ არჩევნებით ე.წ ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია დაკარგა

ასეთი არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა. ყველა, ვისი მობილიზებაც ხელისუფლებას შეეძლო, ყველას მობილიზება მოხდა. მოხდა ყველას მოსყიდვა. მიუხედავად ამისა, დღეს 5 საათის მდგომარეობით, 756 ათასი ხმა აიღო გაერთიანებულმა ოპოზიციამ.

"ჩვენ ორ შედეგს უკვე მივაღწიეთ  - როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები, პირველი არის, რომ გაერთიანებული ოპოზიცია შედგა და ეს არის მძლავრი ძალა და მეორე, ამ არჩევნებით ე.წ. ხელისუფლებამ და ე.წ. ქურდულმა ოცნებამ დაკარგა ლეგიტიმაციის ბოლო ნიშანი. მნიშვნელობა არა აქვს, რა უსულო საგანს შეიტანენ ისინი პრეზიდენტის სასახლეში. ამ ხელისუფლების საქმე დამთავრებულია იმიტომ, რომ ამისთანა სირცხვილი, რაც შეეხება დემოკრატიულ არჩევნებს, საქართველოს ჯერ არ უნახავს. 

თქვა გრიგოლ ვაშაძემ Edison Research-ის ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ. ეგზიტპოლის 17 საათის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 55% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ - 45%. 

კომენტარები