ივანიშვილი ცდილობს, რომ უარყოფითი რეიტინგის მქონე კანდიდატი, რომელიც არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციასთან დამარცხდა, ძალით დასვას პრეზიდენტად - კრიმინალური ავტორიტეტების, ადმინისტრაციული რესურსის და კოლოსალური ფულის გამოყენებით.
ამომრჩევლის ტოტალური მოსყიდვა, ზეწოლა, ძალადობა - ეს არის ოლიგარქის საარჩევნო რეცეპტი, რითაც წაგებული ხდება მოგებული და პირიქით.
როგორც წინასაარჩევნო პერიოდმა, ისე კენჭისყრის დღემ დაადასტურა, რომ ეს არ იყო სამართლიანი, დემოკრატიული და კონკურენტული არჩევნები და ჩვენმა ქვეყანამ გადადგა ნაბიჯი უკან.
საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება.





