არჩევნები 2018

ივანიშვილი: საზოგადოებამ გააცნობიერა საკუთარი ძალა, გაიგო, რომ მის ხელშია ბერკეტები

თუ მთლიანად შევაფასებთ პროცესს, რაც მოხდა ამ არჩევნებში, როგორც პირველ, ისე მეორე ტურში, და ზოგადად ბოლო თვეებში როგორც განვითარდა სიტუაცია პოლიტიკაში, ძალიან კარგი შეფასებების გაკეთება შეიძლება ჩემი აზრით. პირველ რიგში და ყველაზე მთავარი, რომ ამომრჩეველმა, ჩვენმა საზოგადოებამ გააცნობიერა საკუთარი ძალა, კარგად გაიგო, რომ მის ხელშია ბერკეტები და რეაქცია გააკეთა ადეკვატური, როგორც პირველ, ისე მეორე ტურში

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით სალომე ზურაბიშვილს 58% აქვს, ხოლო რუსთავი 2-ის დაკვეთით - 55%.

კომენტარები