არჩევნები 2018

ზუგდიდის #20 უბანზე კენჭისყრის პროცესი შეჩერებული იყო, კარი შიგნიდან ჩაკეტეს

ტაბულა

ზუგდიდის #20 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში შეჩერებული იყო.

პოლიციამ უბნის კარი შიგნიდან ჩაკეტა. 

გავრცელებული ინფორმაციით, უბნიდან დაიკარგა სამაგიდო სია. სიის დაკარგვის შემდეგ კომისიის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, საკითხი საოლქო კომისიასთან შეეთანხმებინათ და კენჭისყრის პროცესიც ამის გამო შეაჩერეს. 

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას თქმით, საარჩევნო პროცესი განახლებულია.

აბულას გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ამომრჩევლებს უბანზე შესვლა დაკაკუნების შემდეგ შეუძლიათ. ჟურნალისტებს პროცესზე დაკვირვების საშუალება არ ეძლევათ. 

ქვარაიაას თქმით, რაც მოხდა, პროვოკაციაა, თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიის შემდეგ ხმის მიცემის პროცედურა განახლდა. 

"არჩევნები დასასრულს უახლოვდება და ჩვენ ყველანი უნდა დაველოდოთ არჩევნების დამთავრებას და შედეგების გამოცხადებას. ეს ინციდენტი არის მორიგი პროვოკაცია, რომლის მცდელობაც არაერთი იყო დღეს ზუგდიდის ოლქში. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც მოხდა საოლქო კომისიის ჩარევა, საარჩევნო პროცესი არის გაგრძელებული", - თქვა მან. 

კომენტარები