არჩევნები 2018

"იმედის" ეგზიტპოლი: სალომე ზურაბიშვილი - 58%, გრიგოლ ვაშაძე - 42%

სალომე ზურაბიშვილი - გრიგოლ ვაშაძე

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 58%-ით იმარჯვებს. ეგზიტპოლის მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს ხმების 42% აქვს.

Gallup International-ისთვის საველე საველე სამუშაოები კომპანია ACT-მ ჩაატარა.

რესპონდენტები შემთხვევითი პრინციპით შეარჩიეს. კითხვებს 10 204-მა ამომრჩეველმა უპასუხა. ეს არის 18:00-ის მონაცემები.

ცდომილება 2%-ია.

კომენტარები