არჩევნები 2018

"ოცნების" კოორდინატორი ამომრჩეველს ზუგდიდში უბანზე შესვლის უფლებას არ აძლევდა

ტაბულა

ქართული ოცნების კოორდინატორმა ამომრჩეველი ზუგდიდის 105-ე უბანზე არ შეუშვა მიუხედავად იმისა, რომ ის სიაში იყო.

კოორდინატორი მას უბანზე შესვლის უფლებას არ აძლევდა მოტივით, რომ მას არ იცნობდა. თუმცა, ამომრჩეველმა ხმის მიცემა მაინც მოახერხა. 

მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას თქმით, ის არა კოორდინატორი, არამედ კომისიის წევრი იყო, ხოლო ამომრჩეველი იმიტომ ვერ იცნო, რომ "აქ დარეგისტრირებულები არიან ადამიანები, რომლებიც აქ დიდი ხნის განმავლობაში არ ცხოვრობენ". 

ამის შემდეგ ზუგდიდის 105-ე უბანთან ვითარება დაიძაბა. აქ ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც არიან შეკრებილები. მათი თქმით, კოორდინატორი, რომელმაც ერთ-ერთი ამომრჩეველი უბანზე არ შეუშვა, ამომრჩევლების პირად ნომრებს და გვარ-სახელებს იწერს. 

დაკავებულია 2 ადამიანი. მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, სიტუაციაში გარკვევის მიზნით. 

კომენტარები