აშშ-მექსიკა

მექსიკა-აშშ-ის საზღვარზე არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

Reuters

მექსიკის მთავრობა აშშ-ს მოუწოდებს გამოიძიოს აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენება. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაგზავნის დიპლომატიურ ნოტაში ნათქვამია, რომ მექსიკის ტერიტორიის მიმართულებით არა-ლეტალური იარაღის გამოყენება მოხდა.

აშშ-ის სასაზღვრო დაცვამ მიგრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ტიხუანადან სან დიეგოში საზღვრის არალეგალურად გადაკვეთას ცდილობდნენ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

აშშ-ის ტერიტორიაზე შეღწევა 42-მა ადამიანმა მოახერხა. ისინი დააკავეს.

მექსიკის მთავრობა ამბობს, რომ ინციდენტის შემდეგ 100-მდე მიგრანტის დეპორტაცია მოხდა.

მიგრანტების ეს ჯგუფი იმ ქარავნის ნაწილი იყო, რომელიც რამდენიმე თვის წინ ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან აშშ-ის მიმართულებით დაიძრა. ქარავანში ბოლო ინფორმაციით 7,500-მდე მიგრანტი იყო.

ინციდენტს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საკუთარ Twitter-ზე გამოეხმაურა:

"მექსიკამ უნდა დააბრუნოს ეს დროშების მოფრიალე მიგრანტები, რომელთა დიდი ნაწილი კრიმინალები არიან, საკუთარ ქვეყნებში. გააკეთეთ ეს თვითმფრინავებით, ატობუსებით, როგორც გსურთ, მაგრამ ისინი აშშ-ში არ შემოვლენ. თუ საჭირო გახდება საზღვარს პერმანენტულად დავხურავთ. მივმართავ კონგრესს, დააფინანსეთ სასაზღვრო კედლის მშენებლობა!"

 

კომენტარები