არჩევნები 2018

პრეზიდენტი: ჩემი დადგომა "ოცნებასთან" ან ენმ-სთან, არ იქნებოდა თქვენი სამსახური

ზუსტად ვიცოდი პოლიტიკური ლანდშაფტი და რა ვითარება იყო, მე ვიცოდი ეს პოლიტიკური რეალობა - უნდა ჩამდგარიყავი ან ერთ ან მეორე ბანაკში, ან უნდა ვყოფილიყავი ოცნებასთან ან უნდა ვყოფილიყავი ნაციონალურ მოძრაობასთან. ამის გაკეთება ჩემი მხრიდან იქნებოდა პრინციპულად არასწორი ორი მიზეზით - არანაირად ჩემს პოზიციას არ გამოხატავს არც ერთი ჯგუფი, არც მეორე. არც პოლიტიკური გემოვნებით, არც სტილით, არაფრით, და მეორე, კიდევ ერთხელ ჩემო თანამოქალაქეებო, არც თქვენს პოზიციას არ გამოხატავენ ისინი და აქედან გამომდინარე, ჩემი ან ერთ ჯგუფთან ან მეორე ჯგუფთან დადგომა, არ იქნებოდა თქვენი სამსახური

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ არხთან ინტერვიუში, კითხვაზე, რატომ არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

კომენტარები