უკრაინა-რუსეთი

ბატაშვილი: საომარი მდგომარეობა არ ნიშნავს ცვლილებებს საბრძოლო მოქმედებებში

უკრაინასთან დაკავშირებით - საომარი მდგომარეობის შემოღება არის სამართლებრივი/პოლიტიკური ღონისძიება და არ ნიშნავს პრინციპულ ცვლილებებს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.

უკრაინა არ დაიწყებს შეტევით ოპერაციას ხმელეთზე იმავე მიზეზით, რატომაც 2014 წლის აგვისტოდან არ ატარებენ ასეთ ოპერაციებს - რუსულ ჯარს ვერ უტევენ. ხოლო ფლოტი უკრაინას პრაქტიკულად არ გააჩნია, რუსეთთან შედარებით.

ამ ეტაპზე, არსებითი ცვლილებები რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში (დიახ, ყოველდღე მიდმინარეობს დონბასში, უბრალოდ დიდი შეტევეთი ოპერაციების გარეშე) შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ რუსები გადაწყვეტენ გახადონ თავისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უფრო მასშტაბური ვიდრე ამჟამად არის.

წერს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ბატაშვილი ფეისბუქზე. უკრაინის პარლამენტი დღეს ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის წინადადებას განიხილავს. ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით, დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო.

კომენტარები