რაგბი

ქართველმა მორაგბეებმა ტონგის ნაკრები 20:9 დაამარცხეს

"მიხეილ მესხზე" გამართულ ამხანაგურ მატჩში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტონგა 20:9 დაამარცხა. "ბორჯღალოსნებმა" შეხვედრის პირველი ნახევარი 7:6 მოიგეს.

სტუმრებმა მეორე ტაიმი კარგად დაიწყეს და 9:7 დაწინაურდნენ. ამას გორგაძის გაძევებაც დაემატა. 55-ე წუთზე, აბჟანდაძემ საჯარიმო დარტყმა გამოიყენა და საქართველოს ნაკრები კვლავ დააწინაურა. აბჟანდაძემ მეორე საჯარიმოც გამოიყენა და ანგარიში 13:9 გახადა.

მატჩის მიწურულს, ლელო დადო ჟვანიამ, აბჟანდაძემ კი, მესამე საჯარიმოც გამოიყენა და საბოლოო ანგარიში - 20:9 დააფიქსირა.

კომენტარები