შეტაკებები საფრანგეთში

პარიზის ქუჩებში შეტაკებებია - პოლიცია ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს იყენებს

პროტესტი პარიზში

პარიზის ქუჩებში საწვავის ფასის ზრდის გამო ქუჩაში გამოსული მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ. მომიტინგეები საწვავზე გაზრდილი გადასახადების გამო, რამაც დიზელის ფასი 23%-ით გაზარდა, ქუჩაში მეორედ გამოდიან და ყვითელი ჟილეტები აცვიათ. 

პროტესტს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს - მონაწილეებმა პროტესტი სოციალური ქსელის მეშვეობით დაგეგმეს, რაც სამართალდამცველებისთვის გამოწვევაა.

აქციებისთვის გამოყოფილი სპეციალური ადგილების მიუხედავად, მომიტინგეების მცირე ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდებიან და ლიდერების არარსებობის პირობებში, ნაკლებ კონტროლირებადი არიან.

სამართალდამცველების მიერ მიღებული ზომების მიუხედავად, დღეს ელისეის მინდვრებზე შეტაკებები მაინც მოხდა. 

საფრანგეთში ყველა მძღოლმა მანქანაში უნდა იქონიოს ყვითელი ჟილეტი, იმისთვის რომ ავარიულ შემთხვევებში მის უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას, ამდენად ყვითელი ჟილეტის მძღოლების სიმბოლოდ გადაიქცა.

კომენტარები