არჩევნები 2018

ვაშაძე: საწვავის მაღალი ფასი ხელისუფლების კარტელური გარიგების შედეგია

facebook.com/pg/GregoryVashadze.Ge

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით, დღეს გამართულ აქციას გამოეხმაურა. ვაშაძე ამბობს, რომ საწვავის ამჟამინდელი ფასი კარტელური გარიგების შედეგია.

"მთელ მსოფლიოში ეცემა ნავთობის ფასები და ძალიან საგრძნობლად დაეცა, შესაბამისად, ეცემა ფასები ნავთობპროდუქტებზე. ერთადერთი ქვეყანა, მგონი, სადაც საერთოდ არავითარ გავლენას არ ახდენს ნავთობის ფასების ვარდნა ნავთობპროდუქტების და საწვავის ფასებზე, არის საქართველო და ეს იმიტომ ხდება, რომ აბსოლუტურად მონოპოლიზირებული არის ეს სფერო, შექმნილი არის კარტელი, რომელიც ერთმანეთთან ათანხმებს ფასებს და მთელი დამატებითი შემოსავალი, რომელიც ხალხის ჯიბიდან არის ამოღებული მიდის ე.წ. ქართული ოცნების საარჩევნო შტაბში მათი კამპანიების დასაფინანსებლად იმისთვის, რომ გააგრძელოს საქართველოს ძარცვა. ყველამ ვიცით, საწვავის ფასი კატასტროფულად ურტყამს ყველაფრის ფასებს და განსაკუთრებით პროდუქტების ფასებს სწევს მაღლა და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ ჩვენ იმიტომ, რომ მონოპოლიები, ბიუროკრატია და კრიმინალთან შეზრდილი ე.წ. ქართული ოცნებამოგვისპობს სახელმწიფოს", - უთხრა ვაშაძემ რუსთავი 2-ს.

დღეს ბენზინგასამართ სადგურებთან საწვავის ფასის დაწევის მოთხოვნით აქციები გაიმართა.

კომენტარები