ე.წ ქურდული სამყარო

შსს: ინფორმაცია ლავას ოღლის გათავისუფლების შესახებ სიცრუეა

პრაიმ კრაიმი

დღეს, კანონიერი ქურდის მინდია გორაძის მეტსახელად ლავას ოღლის ადვოკატმა, ლექსო კობაიძემ რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, რომ მინდია გორაძე თავისუფალია.

გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, მათი თქმით ლავას ოღლი კვლავ პატიმრობაში რჩება.

"გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კრიმინალური ავტორიტეტის მინდია გორაძის იგივე ლავას ოღლის თურქეთის საპყრობილედან გათავისუფლების შესახებ. ტელეკომპანია და ლავას ოღლის უფლებადამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და საზოგადოების მიზანმიმართულად სიცრუეში შეყვანის მცდელობა. თურქი სამართალდამცავების მოწოდებული ინფორმაციით ლავას ოღლი იგივე მინდია გორაძე თურქეთში საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება და ის მეზობელი ქვეყნის საპატიმროში არის განთავსებული", - თქვა კრიმინალიური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

2018 წლის 21 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ბრალდებული მინდია გორაძე (ლავასოღლი) დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად განესაზღვრა. მინდია გორაძემ საქართველო 2017 წლის ოქტომბერში დატოვა. ის წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ ისე გაათავისუფლეს, რომ პასპორტი არ ჩამოურთმევიათ.

კომენტარები