ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებს მარტში დაუბრუნდება

Goal.com

კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესი არგენტინის ეროვნულ ნაკრებს მარტიდან დაუბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას TNT Sports-ი ავრცელებს.

არგენტინელებს მარტის ბოლოს ორი ამხანაგური მატჩი აქვთ დაგეგმილი. 31 წლის მესი ეროვნული გუნდის მაისურს სწორედ ამ შეხვედრებში მოირგებს.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ, არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს ლიონელ სკალონი ასრულებს. დიდი ალბათობით, არგენტინის საფეხბურთო ასოციაცია 29 ნოემბერს სკალონის სრულფასოვან კონტრაქტს გაუფორმებს.

კომენტარები