საუდის არაბეთი

დანიამ იემენის კრიზისის და ხაშოგის მკვლელობის გამო საუდის არაბეთს იარაღის მიყიდვა შეუჩერა

მუჰამედ ბინ სალმანი
Reuters

დანიამ საუდის არაბეთს იარაღის მიყიდვაზე შეთანხმებები შეუჩერა. მიზეზი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა და იემენში სამხედრო ინტერვენციით გამოწვეული ჰუმანიტარული კატასტროფაა.

ამის შესახებ განცხადება დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთეს.

"იემენში უკვე კატასტროფული სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებასთან და საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკველობასთან ერთად ახალი მოცემულობის წინაშე ვდგავართ." თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საუდის არაბეთი იარაღის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია. დანიამ საუდის არაბეთისათვის იარაღის მიყიდვის შესახებ შეთანხმებები გასულ წელს გააფორმა, თუმცა ეს გადაწყვეტილება მათ არ შეეხება და მხოლოდ სამომავლო შეთანხმებებზე გავრცელდება.

შეგახსენებთ, რომ იარაღის შეძენის შესახებ სამომავლო კონტრაქტები შეაჩერა გერმანიამაც. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, პიტერ ალტმაიერმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა გერმანიის მაგალითს მიჰყვნენ და საუდის არაბეთს იარაღის ექსპორტი შეუჩერონ, სანამ ჯამალ ხაშოგის მკვლელობას ბოლომდე არ გამოიძიებენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის, პრინც მუჰამედ ბინ სალმანის კავშირი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან ბოლომდე დადგენილი არ არის და ის აპირებს სამეფოსთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას.

კომენტარები