ვაქცინაცია

დღეს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ზოგ კლინიკაში გრიპის უფასო ვაქცინაციის აქცია ჩატარდება

www.collective-evolution.com

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 22 ნოემბერს 11:00- დან 18:00-მდე, ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, სურვილის შესაბამისად, ჩაიტაროს გრიპის უფასო ვაქცინაცია.

ერთდღიანი უფასო ვაქცინაციის აქცია გაიმართება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში:

თბილისი - სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელბის ეროვნული ცენტრის ყოფილი ადმინისტრაციული კორპუსის შენობა (მის: მ.ასათიანის ქ.N9)

ბათუმი - ამცრელი კაბინეტის მქონე პოლიკლინიკები, კერძოდ:

1. შპს "საოჯახო მედიცინის ცენტრი" (მის: ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ.N30)

2. შპს "ბათუმის N1 პოლიკლინიკა" (მის: ტბელ აბუსერიძის ქ.N2)

3. შპს "თამარის დასახლების სამედიცინო ცენტრი" (მის: ტბეთის ქ.N 4)

4. "ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი" (მის: ფრიდონ ხალვაშის VII შესახვევი ქ.N3)

5. "მე -4 პოლიკლინიკა" (მის: გალაქტიონ ტაბიძის ქ.N2)

6. "მახინჯაურის მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი" (მის: თამარ მეფის მესამე შესახვევი ქ.N17)

ქუთაისი - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ტერიტორია (მის: ოცხელის ქ.N2)

კომენტარები