არჩევნები 2018

მინდიაშვილი: გვაყრიან ახალ-ახალ, კიდევ უფრო მძაფრად აყროლებულ, შეუფუთავ ნაგავს

ყველა მხრიდან ამ პოლიტიკური სიბინძურის ნიაღვარს, ამორალობას, ვერაგობას, ანტიადამინობას უკვე გაფაციცებული ველოდებით, ვუსაფრდებით, ვეძიებთ, ვუცქერთ, ერთს მეორით ვაბალანსებთ, ვწონით, ვზომავთ - ამით ვიკვებებით. მერე აქ რაღაც მორალისტურ დაგმობებსა და შეცხადებებს ვუძღვნით და ასე ვასრულებთ სიბინძურისგან განწმენდის ყოვლდღიურ რიტუალს. ამ სიბინძურეებმაც იციან ჩვენი ამბავი - რომ აღარ შეგვიძლია უნაგვო ცხოვრება, რადგან შემდეგ, მისგან განწმენდის რიტუალის გარეშე ჩვენი სიწმინდეც ხომ შეიბღალება? იციან, რომ სხვა გზა აღარ გვაქვს, რომ მისი მომხმარებლები ვართ, მისი მრევლი, მისი სხეულის მჭამელები, და ყოველდღე, იმ ვაკელი მეფე ნარიმანისა არ იყოს, გვაყრიან და გვაყრიან ახალ-ახალ, კიდევ უფრო მძაფრად აყროლებულ, შეუფუთავ ნაგავს.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი საპრეზიდენტო არცევნების მეორე ტურისწინა კამპანიას აფასებს.

კომენტარები