საფეხბურთო ტრანსფერები

"ბარსელონას" "ლივერპულის" ფეხბურთელების შეძენა 2021 წლამდე აკრძალული აქვს

2021 წლამდე, კატალონიის "ბარსელონა" "ლივერპულისგან" ფეხბურთელების შეძენას ვერ მოახერხებს. ესპანური მედიის ცნობით, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის შემდეგ, კლუბებმა კონტრაქტში ჩადეს პუნქტი, რომლის ძალითაც, "ბარსელონას" "ლივერპულის" ფეხბურთელების შეძენა რამდენიმე წლით აეკრძალა.

"ბარსელონამ" კოუტინიო 2018 წლის იანვარში 160 მილიონ ევროდ იყიდა. კლუბებს შორის მოლაპარაკების პროცესი რამდენიმე თვე გრძლედებოდა. საბოლოოდ, "ლივერპულმა" კოუტინიო დათმო, მაგრამ მომავალზე იზრუნა და "ბარსელონასგან" თავის დასაცავად კონტრაქტში შესაბამისი პუნქტები ჩადო.

ამგვარად, "ლივერპულს" აქვს გარანტია, რომ უახლოეს წლებში, "ბარსელონა" "ენფილდიდან" ფეხბურთელების წაყვანას აღარ ეცდება. შეთანხმება ოფიციალურადაა გაფორმებული და "ლივერპული" 2021 წლამდე მშვიდადაა.

უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში, "ბარსელონამ" "ლივერპულის" 3 ლიდერი შეიძინა: 2010 წელს ხავიერ მასკერანო, 2014 წელს - ლუის სუარესი, 2018 წელს - ფილიპე კოუტინიო.

კომენტარები