არჩევნები 2018

ჩუგოშვილი "ოცნების" ეგზიტპოლზე: არასწორად ვინ რა გააკეთა, შიდა სამზარეულოს საქმეა

ძალიან უხერხული რამ არის, როდესაც სრულიად დარწმუნებული ხარ, რომ ეს არის შედეგი რაც შენ ხელთ არის და საბოლოო შედეგი არჩევნების ძალიან სერიოზულად აცდება მონაცემებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება. რაც შეეხება იმას, კონკრეტულად ვინ მიიღო საყვედური, მე მგონი არასწორია გამორჩევა კონკრეტული ადამიანების და პასუხიმგებლობის დაკისრება ერთი ან ორი პირისთვის. მე მგონი ამაზე საერთო ჯამში ყველამ უნდა ავიღოთ პასუხიმგებლობა ასეთი რამ რომ მოხდა. მე ვერ გეტყვით შიდა სამზარეულოში რა საუბრები იქნება კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. კომპანიასთან ვინც ჩაატარა კვლევა ერთჯერადი კონტრაქტი გვქონდა და დასრულდა ამით ჩვენი ურთიერთობა. დასჯა და სასჯელი, ასეთი ტერმინების გამოყენება ცოტა მკაცრია, მაგრამ ამას თავისი პოლიტიკური დატვირთვა აქვს და შიგნით გუნდში როგორც ხდება, რაც იყო არასწორად გაკეთებული ვისი რა როლი იყო, ვფიქრობ რომ შიდა სამზარეულოს საქმეა და არაა საჯაროდ სასაუბრო. 

ტვ.პირველის ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ქართული ოცნების თავჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შესახებ, სადაც ივანიშვილმა "ოცნების" მიერ ჩატარებულ კვლევას სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა, რომ დიდი ცდომილების გამო გუნდმა საყვედური მიიღო. 

კომენტარები