არჩევნები 2018

ზოიძე: ენმ-მ იგრძნო, რომ უიმედო მდგომარეობა აქვთ და გაყალბების სცენარისთვის მზადება დაიწყო

ის, რომ ყალბი პირადობის მოწმებები იბეჭდება, ალბათ, ძალიან დიდი ტყუილია, მაგრამ გებელსის პრინციპით, რაც უფრო დიდია ტყუილი, ადამიანმა ის შეიძლება უფრო ადვილად დაიჯეროს. მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იგრძნო, რომ არჩევნების მეორე ტურში მათი მდგომარეობა უიმედოა, მზადება გაყალბების სცენარისათვის დაიწყო. ამისთვის საჭიროა საზოგადოებრივი აზრის წინასწარი შემზადება

ქართული ოცნების დეპუტატი აკაკი ზოიძე პალიტრანიუსთან საუბარში, NGO-ების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე. არასამთავრობოების წყაროს ცნობით, არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ყალბი პირადობის მოწმობები მზადდება და ერთი ადამიანი ხუთი პირადობით მისცემს ხმას.

კომენტარები