არჩევნები 2018

ივანიშვილი ვაშაძის შესაძლო გამარჯვებაზე: შტაბში მითხრეს, არ გაბედო, მაგაზე არ ისაუბროვო

არ გავურბივარ კითხვას, თუმცა, შტაბში მითხრეს, არ გაბედო, მაგაზე არ ისაუბროვო, მაგრამ მე არ გავურბივარ მაგ კითხვას. წარმოვიდგინოთ, ჰიპოთეტურად რომ ასეთი რამ მოხდეს [გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება], დავხატოთ მოდელი, რა იქნება - ქართული ოცნების, როგორც პარტიის ჩამოყალიბება-გამაგრება დაჩქარდება, რასაც მე ვაპირებ. ხელისუფლება მოახერხებს, რომ ეს ძალა, ვინც შეიძლება მოვიდეს და ეს ხალხი გამოუშვას გარეთ, შემოვიდნენ და ფანჯრებთან დაგვიდგნენ ისევ, გვაქვს რესურსი, რომ კონსტრუქციულ ჩარჩოებში დავტოვოთ, კანონს იქით არ გავუშვებთ, ნურავის ნუ აქვს ილუზია, რომ რაღაცას მოახერხებენ და ამოატრიალებენ

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმედი Live-ს კითხვაზე, რა მოხდება, თუ ჰიპოთეტურად დავუშვებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს.

კომენტარები