არჩევნები 2018

ივანიშვილი: ისეთ ღარიბ ქვეყანაში როგორიც საქართველოა, რთულია დემოკრატიული მეთოდებით მართვა

მე მრავალჯერ მითქვამს, რომ რთულია დემოკრატიული მეთოდებით მართვა. ეს არ არის იოლი განსაკუთრებით ისეთ ღარიბ ქვეყანაში როგორიც საქართველოა. მაგრამ ამ მეთოდებზე არავის არ უნდა გაუჩნდეს ცდუნება, რომ შეიცვალოს ეს. რთულია ადამიანის უფლებები მაქსიმალურად დაიცვა და ამავე დროს ერთ-ერთი ძირითადი უფლება რომ მას ჰქონდეს ღირსეული სამუშაო ადგილი და ღირსეული შემოსავალი ოჯახის, თანხვედრაში ვერ მოდიოდეს. ასეთ შემთხვევაში ერთადერთი რჩება ხელისუფლებას, სახელმწიფო უნდა იყოს ძალიან ძლიერი. მაგრამ ძლიერი უნდა იყოს არა ძალადობასა და შიშზე დაფუძნებით, რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება, არამედ ხალხის ნდობით. ხალხის დიდი ნდობა უნდა გააჩნდეს ხელისუფლებას რომ შეძლოს ასეთ რთულ სიტუაციაში, ასეთი დემოკრატიული მეთოდებით სახელწიფო მართოს

ქართული ოცნების თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები