ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 1.48 თეთრით, ხოლო ევროსთან - 2.12 თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ბანკი

ლარი დოლართან 1.48 თეთრით, ხოლო ევროსთან - 2.12 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.6741 ლარია, ერთი ევროსი - 3.0581 ლარი.

ეროვნული ვალუტა ბრიტანულ ფუნტთანაც გაუფასურდა, ხოლო თურქულ ლირასთან მიმართებით - გამყარდა.

ლარმა განსაკუთრებული ტემპით გაუფასურება ერთი თვის წინ დაიწყო. ამ დროის მანძილზე, საქართველოს ეროვნულ ბანკს ლარის გასამყარებლად ინტერვენციები არ განუხორციელებია. პირიქით, სებ-მა 9 და 16 ნოემბერს 10-10 მილიონი დოლარი შეისყიდა. 

კომენტარები