არჩევნები 2018

ხუხაშვილი: ხელისუფლების ისტერია და ვაბანკზე წასვლა მხოლოდ პოლიტიკურ აფექტზე მეტყველებს

სახელმწიფოებრივს თავი რომ დავანებოთ და მხოლოდ პოლიტიკურ პრიზმაში გავხედოთ ხელისუფლების მოქმედებებს, დავინახავთ, რომ მათი მთავარი პრობლემა წინააღმდეგობრივ, ე.წ. სტრატეგიაშია ჩადებული.

1. ერთის მხრივ, ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ პროდუქტი გაეუფასურებინათ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, მზად არიან ათმაგი ფასი გადაიხადონ იგივეში. სინამდვილეში პრეზიდენტი მათივე ძალისხმევით პრაქტიკულად ჩამოშორებულია ძალაუფლების ცენტრებს და შესაბამისად, ეს ისტერია და ვაბანკზე წასვლა მხოლოდ პოლიტიკურ აფექტზე მეტყველებს და არა პრაგმატულ პოლიტიკაზე.

2. ერთის მხრივ, ცდილობს გაასამართლოს და შესაბამისად დასაჯოს მიშა სააკაშვილი. ამასთანავე, მისი საქართველოში დაბრუნების თეორიულ შესაძლებლობას არმაგედონთან აიგივებს.
ამ ყველაფრით ის მხოლოდ სისუსტის დემონსტრირებას ახდენს და მხარდამჭერების თვალშიც კი ამკვიდრებს განცდას, რომ “სუსტი და მშიშარა მირჩევნია სადისტს...” 

ამან შეიძლება ერთჯერადი შედეგი მოიტანოს, თუმცა საშუალოვადიან პერსპექტივაში მის პოლიტიკურ მომავალს პერსპექტივას უკარგავს

წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები