ლაშა ნაცვლიშვილი

ნაცვლიშვილი: საჭესთან ზომაზე მეტად ნასვამი ვიჯექი, პოლიციელმა შინ მიმაცილა

ფაქტია, რომ საჭესთან ზომაზე მეტად ნასვამი ვიჯექი, კანონი დავარღვიე და ამის გამო გულწრფელად ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას, ვინც კადრები იხილა. პირველ რიგში, ჩემს ოჯახს - ნამდვილად არ იყო სასიამოვნო საყურებელი.

წინააღმდეგობა პოლიციისთვის არ გამიწევია, ღმერთმა დამიფაროს, ასეთი რამ არასდროს მიკადრია, არააა ეს ჩემთვის ჩვეული! უფრო მეტიც, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა შინ მიმაცილა და ყველაფერი მშვიდობით დასრულდა.

გვარამიას და მის უფროსს, სააკაშვილს მინდა მივმართო: ყველასთვის ცნობილია, რომ ორივე დიპლომირებული, მოქმედი და კარიერული ნარკომანი ხართ. ძალიან კი ცდილობთ თქვენს რიგში დამაყენოთ, მაგრამ არ გამოგდით. ქართული სუფრისადმი ჩემი სიყვარულის მოდელირება ძნელიც არის და შეუძლებელიც.

დაწერა ლაშა ნაცვლიშვილმა მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-ზე მის შესახებ სიუჟეტი გავიდა. სიუჟეტიდან ირკვევა რომ ქართული ოცნების პიარის ხელმძღვანელი და ყოფილი მთავარი პროკურორი, ლაშა ნაცვლიშვილი 2017 წლის მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, დაარღვია მოძრაობის არაერთი წესი, თუმცა, საპატრულო პოლიციამ ის არ დააჯარიმა და სახლამდეც მიაცილა, მიღებული ბრძანების შესაბამისად. 

კომენტარები