არჩევნები 2018

მელია ბილბორდებზე: სად არის ან თავისუფლება, ან ღირსება, ან განვითარება

როგორი ადამიანები გააკრეს საარჩევნო ბანერებზე, ადამიანები, ვინც ისტორიულ ნიშნულამდე ლარი გააუფასურა, საწვავი ისტორიულ ნიშნულამდე გააძვირა. ვის პირობებშიც გაჭირვებული კიდევ უფრო გაჭირვებულად გრძნობს თავს და ღარიბი გაღატაკდა. ვის პირობებშიც 800 ათასი ქართველი ქვეყნიდან გავიდა, მილიონამდე სოციალურად დაუცველია, 150 ათასი ბავშვი შიმშილობს და უკეთესი ხვალინდელი დღის პერსპექტივაც დაიკარგა და ეს ყველაფერი შექმნა ივანიშვილმა. მას მიაჩნია, რომ კვლავ აქვს ის ჭარბი ნდობა საზოგადოებაში და უთხრა შტაბის წევრებს, რომ აუცილებლად გააკარით ჩემი ბილბორდები და მიაწერეთ - თავისუფლება, განვითარება და ღირსება, ან თავისუფლება სად არის, ან ღირსება სად არის ან განვითარება.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საარჩევნო ბილბორდების ნაწილზე სალომე ზურაბიშვილის ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ფოტოებით ჩანაცვლებას გამოეხმაურა. დღეს დილიდან, გამოჩნდა ქართული ოცნების მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო ბილბორდები, რომლებზეც სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე არიან გამოსახულები.

კომენტარები