არჩევნები 2018

კობერიძე ბილბორდებზე ზურაბიშვილის ჩანაცვლებაზე: ეს კარგი ნაბიჯია მეტი ხმის მოსაპოვებლად

პარტია ქართული ოცნების ლიდერების სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდებზე გამოსახვა პოლიტექნოლოგიის თვალსაზრისით არათუ მისაღებია, არამედ ამ ხერხის გამოყენება ძალიან მომწონს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხმების რაოდენობაში პოზიტიურად აისახება. ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას ღიად, ოფიციალურად უჭერს მხარს და არჩევნების პირველი ტურის დროს პარტიის ლიდერები ვიდეო-რგოლებში მონაწილეობდნენ. ეს ყველაფერი მეორე ტურის დროს ბილბორდებზე აისახა. არ მგონია, რომ რაიმე კითხვის ნიშანი უნდა ჩნდებოდეს, მით უფრო ისეთ დროს, როცა სალომე ზურაბიშვილს ქართული ოცნების ოფიციალური მხარდაჭერა აქვს. ეს კარგი ნაბიჯია მეტი ხმების მოსაპოვებლად

ინტერპრესნიუსის ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატი ლევან კობერიძე საარჩევნო ბილბორდების ნაწილზე სალომე ზურაბიშვილის ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ფოტოებით ჩანაცვლებას გამოეხმაურა. დღეს დილიდან, გამოჩნდა ქართული ოცნების მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო ბილბორდები, რომლებზეც სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე არიან გამოსახულები.

კომენტარები