არჩევნები 2018

კანდელაკი: რუმინელი ყოფილი კომუნისტები ვერ გადაწყვეტენ საქართველოს არჩევნების შედეგებს

გიორგი კანდელაკი
თეორემა/ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრის გიორგი კანდელაკის შეფასებით, "თუ ყოფილ კომუნისტს არ მოსწონს რომელიმე კანდიდატი ჩვენს არჩევნებში, ეს ნიშნავს, რომ სწორედ ამ კანდიდატს უნდა დავუჭიროთ მხარი". კანდელაკი რუმინელი პოლიტიკოსის, ევროპარლამენტარ ვიქტორ ბოშტინარუს განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ბოშტინარუს რომ ოპოზიციური კანდიდატი მოსწონებოდა, "მაშინ იქნებოდა რაღაც პრობლემა".

"ყოფილი კომუნისტების განცხადებებზე მე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, პირიქით, ეს ნიშნავს, რომ კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერს, პრობლემაა. რუმინელი კომუნისტები, თუნდაც ყოფილები, ვერ გადაწყვეტენ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. ამას გადაწყვეტენ ჩვენი მოქალაქეები“, - თქვა კანდელაკმა პირველი არხის ცნობით.

რუმინელმა პოლიტიკოსმა, ევროპარლამენტარმა ვიქტორ ბოშტინარუმ გუშინ განაცხადა, რომ "ყოფილი რუსი ელჩი, როგორიცაა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად“ (პირველი არხის თარგმანი).

დღეს ბოშტინარუს განცხადებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ "სამარცხვინოდ შეფასდა პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიმართ წარმოებული ბინძური და შეურაცხმყოფელი კამპანია. ამავდროულად, ევროპარლამენტარებმა, საქართველოს გულშემატკივრებმა და ჩვენმა ნამდვილმა მეგობრებმა გაგვაფრთხილეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია".

კომენტარები