ძარცვა

პირს, რომელმაც არასრულწლოვანი გაძარცვა, 8 წელი მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძარცვაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების ინფორმაციით, ორჯერ ნასამართლევმა პირმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს არასრულწლოვანს 140 ლარი და მობილური გასტაცა. 

"სამართალდამცველებმა ა.შ. 2018 წლის 3 აგვისტოს დააკავეს. ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდებასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ და მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილიძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის; იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთისმართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) წარუდგინა. ა.შ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა." - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

კომენტარები