ხორავას ქუჩის საქმე

კალაძე: დეკემბრამდე დროა, მერე გადავწყვეტთ მოსახლეობასთან ერთად, რა და როგორ გავაკეთოთ

არც მე და არც მერიას არ აქვს იმის უფლებამოსილება და პრეროგატივა, რომ დაუშვას ან აუკრძალოს კარვის გაშლა კონკრეტულ ადამიანებს. ჩვენს წერილში წერია, რომ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" საქართველოს კანონის მეათე მუხლის შესაბამისად იმოქმედონ და დეკემბრის 15 რიცხვში მიიღონ გარემოებად, რომ იგეგმება მთელი რიგი ღონისძიებების გამართვა და შეცვალონ დრო და ადგილი. ჯერ დეკემბრამდე არის დრო. როდესაც დეკემბერი მოვა, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, რა და როგორ გავაკეთოთ. წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია

ინტერპრესნიუსის ცნობით, 11 ნოემბერს უთხრა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ ზაზა სარალიძის აქციის შესახებ.

კომენტარები