არჩევნები 2018

უსუფაშვილი: ხელისუფლება დიდ შეცდომას ჩადის, როცა არჩევნებში სააკაშვილის თამაშს ჰყვება

ხელისუფლებას ახლა ვეუბნები, საპრეზიდენტო არჩევნებს სახელისუფლებო არჩევნებად ნუ აქცევ და თავად ნუ ლაპარაკობ, რომ თუ არჩევნები წააგე, ესე იგი, ხელისუფლებას კარგავ და ესე იგი, აპოკალიპსი იწყება. მე მხარს არ ვუჭერ იმას, რომ პრეზიდენტი ვაშაძე გახდეს, მაგრამ ხელისუფლებას ვეუბნები, რომ ძალიან დიდ შეცდომას ჩადის, როცა ამ არჩევნებში სააკაშვილის თამაშს ჰყვება და ამბობს, რომ ამ არჩევნების შედეგით ან სააკაშვილი მოდის ხელისუფლებაში, ან თვითონ რჩება. ის არ ლაპარაკობს იმას, რომ თავად არის ხელისუფლებაში

ამის შესახებ "შენების მოძრაობის" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პირველი არხის ეთერში თქვა.

კომენტარები