ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 8 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

mashable

ხვალ, 8 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოებს" ასახელებს. 

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, გარდაბნის სანერგე მეურნეობის, რეხის, ბარაკონის, აგიაშვილის, გურამ გაბისკირიას და ნატო გაბუნიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნადირა ხოშარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მოთხოვნის გამო 12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები