ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო: კუსტარულ საამქროში "ფეირის" სამარკო ნიშნით იაფფასიან სარეცხ საშუალებას ყიდდნენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ სარეცხი საშუალებების რეალიზატორი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ თბილისში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით "ფეირის" სამარკო ნიშნით იაფფასიან სარეცხ საშუალებას ასხამდა და ყიდდა. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული 8 943 ბოთლი „ფეირი“ და დიდი ოდენობით შესაფუთი მასალა - ბოთლები და ეტიკეტები" - აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება სსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

კომენტარები