არჩევნები 2018

ენზელ მკოიანი ახალქალაქის ინციდენტზე: რაც მოხდა, მოხდა

რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ბიჭებმა პროკურატურასთან ითანამშრომლონ, გვინდა, ყველაფერი მალე დასრულდეს, რომ ყველამ შევძლოთ მეორე ტურზე წასვლა. რაც მოხდა, მოხდა, ახლა საჭიროა, რომ სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანოს. რაც შეეხება სიტუაციას, ეს, რა თქმა უნდა, იყო პირდაპირი დარტყმა ჩვენს ავტორიტეტზე, მაგრამ ვიცით, რომ ხალხი ჩვენ გვერდითაა და ამას მეორე ტურში დავამტკიცებთ

რუსთავი 2-ის ცნობით, განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ენზელ მკოიანმა ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრებზე თავდასხმის შესახებ. ძალადობის მუხლით ბრალი ხუთ პირს აქვს წარდგენილი, მათ შორის მკოიანის შვილს, ძმას და ბიძაშვილს.

კომენტარები