არჩევნები 2018

ვაშაძე: რეგიონებიდან მოდის ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის

ყველა რეგიონიდან მოდის ინფორმაცია იმაზე, რომ ხელისუფლება ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის.

მიუხედავად გამარჯვებისა პირველ ტურში და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი გვქონდა ძალიან მკაცრი პროტესტისა ცესკოს და ე.წ. ხელისუფლების მიმართ, ჩვენ თავი შევიკავეთ და ვაგრძელებთ ცივილიზებულად, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, საარჩევნო კამპანიას, მაგრამ მინდა ე.წ. ხელისუფლება გავაფრთხილო, რომ არ გაბედოთ ქართველი ხალხის არჩევანის მოპარვა, იმიტომ, რომ თქვნ წარმოდგენაც კი არ გაქვთ რა შედეგები მოჰყვება ამას. გაფრთხილებთ, რომ ეს არც ოპოზიციის არც ე.წ. ხელისუფლების და არც ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებში არ არის.

გაყალბებას არავის არ შევარჩენთ, გაფრთხილებთ. ჩვენ უკვე აღვკვეთეთ გაყალბება ყველა დიდ ქალაქში და იგივეს გავაკეთებთ დანარჩენ რეგიონებში.

თქვა "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატმას გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები