პატრიარქთან შეხვედრა

გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე და ნიკა რურუა პატრიარქს ხვდებიან

"ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პატრიარქს ხვდება.

მასთან ერთად საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა რურუა იმყოფებიან.

"ვისაუბრებთ ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე, არჩევნებზე. სიმშვიდე გვინდა. მშვიდობიანი მეორე ტური გვინდა და ამაზე გვექნება პატრიარქთან საუბარი, რომ მისი მოსაზრებებიც მოვისმინოთ"- უთხრა ჟურალისტებს გიორგი ვაშაძემ. 

მისივე თქმით, ვრცელი კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება. 

კომენტარები