არჩევნები 2018

ქუცნაშვილი: "ოცნების" შტაბს და PR-ს ვურჩევ, ბაქრაძის მხადამჭერთა ნაწილი გაანეიტრალოს

საარჩევნო კამპანია არის შეჯიბრი და ამ პროცესში უამრავი ხერხი არსებობს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მეორე ტურში შედეგების გასაუმჯობესებლად. გამორიცხულია, რომ რომელიმე მხარემ რაიმე ხერხით არჩევნების ფალსიფიცირება შეძლოს, მაგრამ არსებობს უამრავი ტექნოლოგია და საშუალება, რომელთა ერთობლიობით შესაძლებელია მეორე ტურში ბევრად უკეთესი შედეგის დადება. არსებობს ძალიან მარტივი ტექნოლოგია - საჭიროა განეიტრალდეს დავით ბაქრაძის მხარდამჭერთა ნახევარი და შესაბამისად, გრიგოლ ვაშაძის პროცენტი იგივე დარჩება. თუკი ცენტრალური საარჩევნო შტაბი გამოიყენებს იმ საარჩევნო და პიარ ტექნოლოგიას, რითაც დავით ბაქრაძის მხარდამჭერთა ნახევარს მაინც გაანეიტრალებს, ვაშაძე შეიძლება მინუსებშიც წავიდეს. მე ცენტრალურ შტაბს ვურჩევდი ბაქრაძის მხადამჭერების ნაწილის განეიტრალების ტექნოლოგია გამოიყენონ

ინტერპრესნიუსთან საუბარში, ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ "ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის მხადამჭერთა შორის არიან როგორც "ძველი ნაციონალები“, ასევე “იდეური ხალხი, რომელთა განეიტრალებაც შესაძლებელია“.

კომენტარები