ოკუპაცია

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ საზღვრის უკანონო კვეთისთვის ჯარიმას ზრდის

გამყოფი ხაზი
AFP

ოკუპირებული ცხინვალის მტკიცებით, ამჟამად მოქმედი ჯარიმის ოდენობა არაეფექტურია. ჯარიმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ამჟამად 1000-დან 2000 რუსულ რუბლამდეა, თუმცა, გაზრდა 20 ათას რუბლამდე იგეგმება, მაღალი თანამდებობის პირებისთვის კი ჯარიმა ორმაგი ოდენობის იქნება. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ამას ადამიანების წინააღმდეგ მიმართულს უწოდებს. 

"პირველ რიგში არის უკანონო. ამასთან ეს არის ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ზომა და მესამე, არა მხოლოდ ქართველების ან კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებლების, არამედ ძირითადად ეთნიკური ოსებისთვის, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მავთულხლართების ტყვეობაში იმყოფებიან", - თქვა ციხელაშვილმა. 

ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით რუსი ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან ხშირად იტაცებენ - მიჰყავთ, როცა ისინი ცხოველებს მწყემსავენ ან მიწას ამუშავებენ, ან მოსავალს იღებენ და შემდეგ გამოსასყიდის სახით თანხას ითხოვენ. 

კომენტარები