არჩევნები 2018

ნაცვლიშვილი: ძალიან დამაზიანებელი იქნება, თუ ძალადობის ფონზე მოხდება კამპანიის გაგრძელება

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური მოქმედების პარალელურად, რომ არ მოხდეს ძალადობრივი ინციდენტები და მათ გაეცეს შესაბამისი პასუხი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მოუწოდოს თავის აქტივისტებს, რომ თავი შეიკავონ ყოველგვარი ძალადობრივი მოქმედებებისგან. ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ქვეყნის ცხოვრებაში და ძალიან დამაზიანებელი იქნება, თუ ძალადობის ფონზე მოხდება კამპანიის გაგრძელება. ამიტომ როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებმა, ასევე პარტიის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და ზოგადად პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რა თქმა უნდა უმეტესწილად ხელისუფლებამ, რომ მშვიდ კანონის ჩარჩოებში წარიმართოს ეს პროცესი, დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით

ასე ეხმაურება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის შტაბში მომხდარ თავდასხმის ფაქტს.

კომენტარები