არჩევნები 2018

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს სხდომაზე მეორე ტურის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს

პარტია ევროპულ საქართველოში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. ლიდერებმა პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებთან ერთად, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე ისაუბრეს და მეორე ტურის მოსამზადებელი სამუშაოებიც განიხილეს. ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, საკოორდინაციო შტაბის ამუშავებისთანავე, მეორე ტურის კამპანიაში ჩაერთვება ევროპული საქართველოს ყველა პარტიული სტრუქტურა და რაიონული ორგანიზაცია.

‘’მონაწილეობას იღებდა ევროპული საქართველოს ყველა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და შესაბამისად რაიონულ ორგანიზაციებთან ერთად დეტალურად გავიარეთ როგორ ვემზადებით მეორე ტურისთვის და რას აკეთებს კონკრეტულად ევროპული საქართველო, ასე რომ, მას შემდეგ მეორე ტურის საკოორდინაციო შტაბი ამუშავდება ცენტრალურ დონეზე პარტია მზად იქნება ყველა რეგიონალური ორგანიზაციით მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურის კამპანიაში, იმისთვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ქართველი ხალხის გამოხატული ნება და უარი ვუთხრათ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტობაზე.’’ - თქვა დავით ბაქრაძემ

კომენტარები