არჩევნები 2018

მინდიაშვილი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ჩვენი ლიბერალური დემოკრატია ჩვენვე შევქმენით

თუ აქამდე არჩევნებს იგებდა ფული + ქუჩის კონტროლი + ეკლესიის მხარდაჭერა + ტელევიზია, გუშინ ეს ფორმულა შეიცვალა. შედეგი განაპირობა ადამიანის უფლებებმა (სარალიძე), პატრიოტიზმმა (რუსეთი აგრესორია) და რ2-მა. გარდა ამისა, გამარჯვების ფაქტორი რეალურად ხდება დაპირისპირებულ პარტიებს შორის შეთანხმება: კოალიცია + ევროპული საქართველო და ა.შ თუ ამ ყველაფერს დავუმატებთ ასევე იმას, რომ ძალიან ახლოს ვართ ხელისუფლების არჩვენებით შეცვლის მეორე შემთხვევასთან - შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ჩვენი ლიბერალური დემოკრატია, ჩვენი ქართული დასავლეთი ჩვენვე შევქმენით, თანაც უმძიმეს პირობებში - სიღარიბეში, არადემოკრატიული სახელმწიფოებისა და, რაც მთავარია, რუსეთის გარემოცვაში. ამასთანავე, ჩვენ დამოუკიდებლად მივხვდით, რომ ერთი ბრძენი კაცის მართვას, ჯობს ორი ან მეტი სულელის ურთიერთდაბალანსებული მმართველობა

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე, რომლის მიხედვითაც, მეორე ტური ჩატარდება.

კომენტარები