არჩევნები 2018

ვაშაძე: არავითარი ეიფორია და წინასწარი ზეიმი, წინ მეორე ტურია, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ

არავითარი ეიფორია, არავითარი წინასწარი ზეიმი, ჩვენ წინ გვაქვს მეორე ტური, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ და საქართველოში დაიწყება ხელისუფლების ცვლა - ეს გარდაუვალია. ღირსების არჩევნებში საქართველოს მოქალაქემ თავისი მტკიცე პოზიცია გამოავლინა. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ყველა ჩვენ მხარდამჭერს.

ამ ტრიბუნიდან მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა კიდევ ევროპულ საქართველოს, ბატონ დავით ბაქრაძეს, რომელმაც უმაღლესი სტანდარტის პოლიტიკური ჟესტი გააკეთა. ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა რესპუბლიკურ პარტიას და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ დანარჩენი პარტიებიც მალე ამას გააკეთებენ.

თქვა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები